|
2017-07-14 16:26:57, 2770 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: ეს არის მთავრობა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე კონსოლიდაცია გაუკეთა რუსი ოკუპანტის ქმედებებს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყო, - ასე უპასუხა მინისტრმა ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოქმედმა მთავრობამ საერთაშორისო დონეზე კონსოლიდაცია გაუკეთა რუსი ოკუპანტის ქმედებებს. "მთავრობა, რომელიც ქვეყანას 2012 წლის 25 ოქტომბრიდან ჰყავს არის ის მთავრობა, რომელმაც უპრეცენდენტო ძალისხმევა განახორციელა, იმისათვის, რომ პასუხისმგებლიანი ყოფილიყო, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევა კიდევ უფრო გაეერთიანებინა და გაეძლიერებინა. ეს არის ის მთავრობა, რომელსაც არ დაუკარგავს დამატებითი ტერიტორიები. ეს არის მთავრობა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე შეძლო და კონსოლიდაცია გაუკეთა კიდევ უფრო მეტი რუსი ოკუპანტის ქმედებებს და ეს არის მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში, მას შემდეგ რაც მოვიდა ხელისუფლებაში, უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)