|
2017-07-14 16:13:23, 3014 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
იან კელი: 21-ე საუკუნეში, მეზობლის მიერ ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა მიუღებელია
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, "მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში მეზობლის მიერ ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა ხდება". როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განუცხადა, ამერიკა არასდროს აღიარებს ე.წ. საზღვრებს. "ეს ადგილი ახლოს არის ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალთან, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მიუღებელია, როდესაც 21-ე საუკუნეში ხდება ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა მეზობლის მიერ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაზე საუბარს გააგრძელებს და ხმას აუმაღლებს. მიუღებელია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცალმხრივად შეცვლა. ამერიკა ამას არასდროს აღიარებს. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა. რაც შეეხება საკითხის მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რომელიც საქართველოს აქვს, მეტი პროგრესი, ჟენევის მოლაპარაკებები და მეტი საუბარი ამ თემებზე", - განაცხადა იან კელიმ. ცნობისთვის, დღეს სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ნაწილის აქცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დღეს ბერშუეთში, 20:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)