|
2015-04-22 17:16:38, 687 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა შატილში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დაასრულეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა შატილში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. უწყების ინფორმაციით, მაშველები შატილში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გუშინ საღამოდან ახორციელებდნენ. „21 აპრილს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ შატილში, ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად წასულ ახალგაზრდას ხე დაეცა და კლდიდან დაგორდა. მას მენჯ-ბარძაყის და წვივის არეში მოტეხილობები აღენიშნებოდა. დაშავებული კლდიდან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა თბილისიდან. მათ დაზარალებულისთვის შატილში ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები წაიღეს. უამინდობის გამო ვერ მოხერხდა ვერტმფრენით გადაფრენა, რის გამოც, მაშველებს თოვლში, დახლოებით 50 კილომეტრი ფეხით მოუწიათ სიარული. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, დღეს შესაძლებელი გახდა სამაშველო სამუშაოს განახლება და მაშველებმა დაზარალებული თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)