|
2017-07-11 13:55:53, 2355 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი არ იყო მიმართული
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო. კობახიძის თქმით, კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა შედგეს. "ასეთი კონსულტაციებისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. შესაბამისად, ამ ფორმატში შეგვიძლია კონსულტაციები გავმართოთ პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს, რაიმე მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ და კონკრეტულად საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით დავამტკიცეთ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი არ იყო მიმართული. საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზეც და თავიდანვე განვაცხადეთ და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციურ პროექტში ავსახეთ, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესი რჩება. რაც შეეხება სტატუსს და კომპეტენციებს, აქ ცვლილება არ გვაქვს - სტატუსიც იგივე რჩება, კომპეტენციებიც არსებითად იგივეა. შესაბამისად, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო. საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა იყო", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)