10:07 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 12:54:36, 734 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო

ოკუპირებული გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო - ამის შესახებ oc-media იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "მოწმობის" მიღება იმ პირებს შეეძლება, ვინც ოკუპირებულ რეგიონში 1999 წლიდან ან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს.

როგორც მედია წერს, ყველა, ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს, სწორედ ე.წ. ბინადრობის მოწმობას მიიღებს, რომლითაც ენგურის გავლით მიმოსვლას თავისუფლად შეძლებს. ამასთან, ე.წ. დოკუმენტის მფლობელების დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ და ვერ იღებენ პენსიებს. ე.წ. არჩევნებში მხოლოდ ის მოსახლეობა იღებს მონაწილეობას, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს. 

გარდა ამისა, მედიის ცნობით, 2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ გალის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ე.წ. გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიზეზი კი, არალეგალური "პარპორტების" გაცემა გახდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელსაც ადგილობრივი "პასპორტის" მირება სურს, არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, 2016 წელს "გამოძიებამ" დაადგინა რომ 2007-2014 წლებში გალის  ადმინისტრაციამ 14 988 "პასპორტი არაკანონიერად გასცა", რადგან მიმღები პირები ასევე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics