|
2017-07-05 12:38:03, 949 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პჯდ ცენტრებს ავტომანქანებს გადასცემს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემს. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ექვს ავტომანქანას ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხუთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ორს ხულოს მუნიციპალიტეტის პჯდ ცენტრები მიიღებენ. სამინისტრომ, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 13 ავტომანქანა შეიძინა. პირველად ჯანდაცვის ცენტრებზე ავტომანქანების გადაცემა დღეს, 16:00 საათზე, ბათუმის ცენტრალის ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექიმები დაესწრებიან. აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 43 ცენტრს მაღალი გამავლობის ავტომანქანა 2014-2017 წწ პროგრამის ფარგლებში გადაეცა. სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამას 2018 წელსაც განახორციელებს და აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება. ჯანდაცვის ცენტრების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსათვის სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს, სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით აამოქმედა ახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. 2018 წლის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღაურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. დანამატს 110 ექთანი მიიღებს.
(NS)
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)