|
2017-07-04 19:54:17, 846 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დღეს, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ხელმძღვანელმა თეა ნიკოლაშვილმა მიმართა და სემინარის ფორმატი გააცნო. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის პირველი დღე თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოხსენება ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოზე საუბარს დაეთმო. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობის, თანადგომისა და რეაგირების საჭიროებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. სახელმწიფო მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში მან ნატო-საქართველოს კომისიისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატები გამოყო. ვიქტორ დოლიძე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ვიზა ლიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულების საკითხებსაც შეეხო. მან ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პოლიტიკურ და პრაგმატულ ნაწილებზეც ისაუბრა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წვლილიც ახსენა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს ყოველთვის აღიარებენ. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა კურსის მონაწილეებს საერთაშორისო უსაფრთხოების ენერგეტიკულ ასპექტები და ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააცნო. მან ყურადღება საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებსა და ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოება ენერგეტიკული უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველო განახლებადი რესურსების მქონე ქვეყანაა და აუცილებელია ინფრასტრუქტურულად რეგიონის ქვეყნებთან მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული. რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში მომხსენებლებმა არაკონვენციური საფრთხეები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები მიმოიხილეს. დღესვე კურსის მონაწილეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და კრიზისულ სცენარზე დაიწყეს მუშაობა. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.
(NS)
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)