|
2017-07-04 14:54:22, 2507 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე: იმედი მაქვს, რომ 7-ში ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი
დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მეუღლე თუბა ჩაბუქი იმედს გამოთქვამს, რომ 7 ივლისს ლტოლვილთა სამინისტრო სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ჩაბუქმა ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გასაუბრება საკმაოდ ნაყოფიერი იყო. „მინდა, მადლობა გადავუხადო სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც გამესაუბრა. ძალიან კარგი გასაუბრება იყო და იმედით ვარ სავსე, რომ 7-ში ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება საქმე“, - განაცხადა თუბა ჩაბუქმა. ცნობისთვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)