02:40 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 12:55:49, 2569 ნახვა

სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატი: იარაღზე ბრალდებულის შემხებლობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა არ ჩატარებულა

მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველის, ეკა ლომიძის განცხადებით, ამ დროისთვის ე.წ. ციანიდის საქმეზე ხუთი ექპერტია დაკითხული.

მისივე თქმით, მათ შორის არიან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, რომლებმაც დეკანოზის სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე ექსპერტიზა ჩაატარეს.

ლომიძის განმარტებით, იარაღზე ჩატარებული მხოლოდ ვარგისიანობის ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ არ ჩატარებულა იარაღზე ბრალდებულის შემხებლობასთან დაკავშირებული ექსპერტიზა.

„როდესაც საგამოძიებო ორგანოები არ ინტერესდებიან, არის თუ არა იარაღზე იმ ადამიანის კვალი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული იარაღის შენახვაზე, ეს კითხვის ნიშანს აჩენს - არის თუ არა მართლა სხვისი, რატომ ინახებოდა მამალაძის სახლში, რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა, იყო თუ არა შესაბამისი ხელის კვალი, დეენემი ან ანაბეჭდი აღნიშნულ იარაღზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ადმიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძე, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს ადვოკატირებას წევს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, საერთო ჯამში, პროკურატურა 20-ზე მეტი ექსპერტის დაკითხვას გეგმავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics