02:40 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 17:12:21, 2220 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მედიასთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე მედიასთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არ საუბრობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით  გააკეთებს.

„სამომავლო გეგმების თაობაზე მოგვიანებით, დეტალურად მოგახსენებთ“,-აღნიშნა ვასილ მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩია.

ის ამ პოზიციაზე  დღეიდან იქნება დანიშნული.

საბჭოს წევრებმა ასევე  კენჭი უყარეს ვასილ მშვენიერაძის თბილისის საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციული  კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს და ის ამ პოზიციაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics