|
2017-07-01 14:07:54, 2730 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: კახა კალაძეს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც თბილისს წარმატებისთვის სჭირდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად არჩევა, მმართველი გუნდის სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძე გუნდის გამორჩეული წევრია. „ჩვენმა გუნდმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. კახი კალაძე არის გამოცდილი, ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატი, ასევე არის გამოცდილი პოლიტიკოსი. აქვს ყველა ის თვისება, რომელიც სჭირდება, რომ იყოს წარმატებული ქალაქის წარმატებული მერი. კახი იყო და არის გამორჩეული მთავრობის გუნდში, თავისი პასუხისმგებლობით და დამოკიდებულებით საქმისადმი. ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დღეს, 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში ოფიციალურად წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)