|
2017-06-28 15:06:17, 2090 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირაკლი აბესაძე: ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე პროკურატურამ ქვეყნიდან გააპარა
„ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე (ირაკლი მამალაძე), პროკურატურამ ქვეყნიდან გააპარა, რომ დამატებით გამოკითხვის საჭიროების შემთხვევაში, მისთვის შეკითხვების დასმა აღარ იყოს შესაძლებელი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დეპუტატმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრა. „მართლაც შეუძლებელია, გაოცება არ გამოხატო იმ გამოსვლებით, რასაც ვისმენთ უმრავლესობისგან და რატომღაც არაერთმა ახსენა თუ როგორი უსაფრთხო ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყანა. ნამდვილად გავიწყდებათ, რომ ეს ქვეყანა თქვენ უსაფრთხო ნამდვილად ჩაიბარეთ და დღეს სამწუხაროდ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ადამიანები, სწორედაც რომ დაცულად ვეღარ გრძნობენ თავს. ხშირ შემთხევაში ამ საფრთხის წყარო არიან სამართალდამცავები ან სამართალდამცავი ორგანოები. სამწუხაროდ მონაწილეები არიან პოლიტიკური გასართობი შოუსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. რამდენიმე შემთხვევა არ შემიძლია არ გამოვყო - ერთი რა თქმა უნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, რომლის გამოძიებაზეც პროკურატურა, ცხადი განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. არ აპირებს იმიტომ, რომ ხელისუფლების, მძიმე და დანაშაულებრივი გადაცდომები იკვეთება, რომელიც სამწუხაროდ ქვეყნის იმიჯზე აისახება. არ შეიძლება არ გამოვყოთ ციანიდის საქმე, საქმე რომელიც მთლიანად აგებულია ერთ მოწმეზე. მოწმე, რომელიც პროკურატურამ ქვეყნიდან გააპარა, რომ მისი როგორც ჩანს დამატებით გამოკითხვის საჭიროების შემთხვევაში, აღარ იყოს შესაძლებელი მისთვის შეკითხვების დასმა. სამაგიეროდ პროკურატურა არ ჩქარობს ასევე ცხადი განმარტებები გააკეთოს დაიწყო თუ არა გამოძიება კონკრეტული ჟურნალისტების და კონკრეტული ტელეკომპანიის მიმართ, რომლის მიმართაც თქვენი პოლიტიკური დაინტერესება, პოლიტიკური შეტევა აქამდეც ისედაც მძიმე ხასიათს ატარებდა. საბოლოო დაგვირგვინება იქნება პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ჟურნალისტების მიმართ თითქოს მოწმეზე, რომელიც აშკარად წინასწარ დამუშავებული იყო მნიშვნელოვნად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ მოწმეზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის შესახებ. თუ ვინმეზე უნდა მოხდეს საქმის გამოძიების დაწყება ეს თავად მთავარი პროკურორია, რომელმაც ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის აშკარა ნიშნების შემცველი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა აბესაძემ. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ქვეყანა დატოვა. როგორც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნის დატოვების შესახებ, მამალაძემ პროკურატურას აცნობა. „ჟურნალისტების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გამოძიება. ეს ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ, რა ფაქტზე დავიწყეთ გამოძიება. ქვეყნის დატოვების მოტივი მისი პირადი საქმეა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)