|
2017-06-28 12:47:12, 906 ნახვა
სხვადასხვა
ალექსანდრე ბარამიძე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციაზე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ზიანის შედეგებსა და ნარკოდანაშაულებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრეს. როგორც ღონისძიებაზე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ყველა შესაბამისი ღონისძიების გატარებას ნარკოპოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფისა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელების მიზნით. შეხვედრის მიმდინარეობისას ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნომ − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა, წარადგინა საქართველოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული მიღწევები, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სიახლეები და არსებული გამოწვევები. მოხსენება, ასევე, შეეხო მარიხუანისა და მცენარე კანაფის თაობაზე პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ამ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით ლიბერალური სანქციათა რეჟიმის შემოღებას. კონფერენციის მუშაობაში, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა, მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები. კონფერენციაზე ისაუბრეს როგორც საქართველოს სხვადასხვა უწყებიდან მოწვეულმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა. ანტინარკოტიკული კვირეულის ფარგლებში ამ კონფერენციის გარდა სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. კვირის განმავლობაში იუსტიციის სასწავლო ცენტრში 100-მდე სტუდენტი და მოსწავლე გაეცნობა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას და ნარკოტიკების მოხმარების უარყოფით შედეგებს. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით შეფასდება ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებული გამოწვევები, იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე. კვირეულის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის შესაბამისი აქტივობებიცაა დაგეგმილი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ 1987 წელს გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნარკომანიასთან ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად ანტინარკოტიკული კვირეულის სახით უერთდება გაერო-ს ფარგლებში საერთაშორისო დღის აღნიშნვას. (NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)