|
2015-04-21 11:26:03, 392 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძე: ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით ჩამოდის
„ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოდის“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე შეხვედრისას დაპატიჟა. ფხალაძის განცხადებით, ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისთვის მზადება დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ის არ გადადებულა. „ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობდა დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში. დაპატიჟება პრეზიდენტისგან გაჟღერდა პრეზიდენტ პოროშენკოს ინაუგურაციაზე, სადაც საქართველოსა და ბელორუსის პრეზიდენტები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს . იმის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა მზადება ამ ვიზიტისათვის“,-განაცხადა ფხალაძემ. რაც შეეხება ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, ფხალაძის თქმით, ეს არის ბელორუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში და მას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშველოვანი დატვირთვა აქვს. „მაღალი დონის მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩამოდის, რაც მიუთითებს დიდ ინტერესზე საქართველოს მიმართ და იმ დიდ რესურსზე, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთერთობაში არსებობს. პოლიტიკური თემებიდან ხაზს გავუსვამდი იმ თემის მნიშვნელობას, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, მხარდაჭერის პოლიტიკა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა. რაც შეეხება ეკონომიკური, სავაჭრო ტურიზმის მიმართულებებს, ამ სფეროებში არაერთი შეთანხმება იქნება გაფორმებული. საბოლოო ჯამში, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს“,-აღნიშნა თენგიზ ფხალაძე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)