|
2017-06-26 12:55:16, 2311 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უდუმაშვილი: ვიღებ გამოწვევას და გადამწყვეტ ბრძოლაში ვერთვები თბილისის გადასარჩენად
„დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ოფიციალურ წარდგენაზე განაცხადა. მან სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასდროს ასეთი უგულებელყოფილი არ ყოფილა თბილისელების ნება, როგორც დღეს. „ამდენი წელია მისმენდით თქვენ სახლებში, მისმენდით და იგებდით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. მოვიდა დრო მოვისმინო თქვენი აზრი, მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში ყველგან სადაც ხართ, ყველგან სადაც თბილისია. მოვიდა დრო მოვიდე თქვენთან მოგისმინოთ რათა გავიგო რა გიჭირთ, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად. დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული როგორც დღეს, არასდროს არ ყოფილა ასეთი უგულებელყოფილი ჩვენი თბილისელების ნება, როგორც დღეს, არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც მე ვარ გაბრაზებული თბილისის მერობის კანდიდატი და მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“,-განაცხადა უდუმაშვილმა. მისივე თქმით, თბილისს ისე როგორც არასდროს, ჰაერივით სჭირდება ცვლილებები, მოტივირებული და საქმიანი ადამიანი. „ჩვენს საერთო სახლს, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს ჰაერივით სჭირდება ცვლილებები, მოტივირებული, საქმიანი და წესიერი ადამიანები მართვაში და მე როგორც ამ ქალაქის შვილს, მაქვს მიზანი და მოტივაცია, თბილისელების ცხოვრება გავხადო ღირსეული, როგორსაც ისინი იმსახურებენ. მე შევძლებ დავამარცხო კორუფცია და ნეპოტიზმი ქალაქის მმართველობაში, არცერთი მექრთამე და ნათესავი არ გადაწყვეტს ჩვენს ბედს, დასრულდება ჩინოვნიკების გამდიდრება თბილისელების ხარჯზე, კორუმპირებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ დაჯილდოვდებიან ქალაქის მიწებით. ასევე, არ დავუშვებ პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმებას და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. ყველა დანიშვნა და დაწინაურება მხოლოდ კომპეტენტური კომპეტენციის ნიშნით მოხდება. მე შევძლებ მახინჯი ნაგებობების შემოტევა მოვიგერიო და დავიცვა ისტორიული ქალაქი. დავამარცხებ ურბანულ ბრაკონიერობას, სივრცის მომხვეჭელობას. მე შევძლებ საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო, ამისთვის უნდა ავაშენოთ ახალი ხარისხიანი ხიდები და ესტაკადები, მყისიერად აღვადგინოთ შემოვლითი გზის და რკინიგზის გადატანის შეჩერებული პროექტები. მე შევძლებ უსულო მანქანების ქალაქი ადამიანებს დავუბრუნო, მეტი საფეხმავლო ზონა, ახალი პარკები და რეკრეაციული ზონები, მეტი სიმწვანე დედაქალაქს. მე შევძლებ თბილისი აღარ იყოფოდეს მეორე ხარისხოვან და პრივილეგირებულ უბნებად - თანაბარი განვითარება მთელ ქალაქს, ყველას საჭიროების მიხედვით. მე შევძლებ დედაქალაქის ახლადშემოერთებული სოფლების და დასახლებების მცხოვრებლებმა თავი სრულუფლებიან თბილისელებად იგრძნონ. ინფრასტრუქტურული განვითარება უპირველესად ამ ტერიტორიებზე შევა. მე შევძლებ თბილისი გადავაქციო განათლებაზე განსაკუთრებულად მზრუნველ ქალაქად. დედაქალაქის ყველა სკოლა მიიღებს დანამატებს ქალაქის ბიუჯეტიდან და დედაქალაქის ბიუჯეტიდანვე დაფინანსდება სოციალურად დაუცველი თბილისელი სტუდენტების, მოსწავლეების და სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელთა სწავლა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)