|
2017-06-22 13:24:45, 2110 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი გეგმიურად მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მავნებელ მწერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. კერძოდ, მწერმა, რომელიც თბილისში პირველად 2015 წელს გამოჩნდა, 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია, ის ასევე აზარალებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. სამეგრელოში მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ ქიმიური შეწამვლის პროცესი დაგვიანებით დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მტკიცებით კი, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი გეგმიურად მიმდინარეობს. „სახელმწიფომ დაიწყო სპეციალური სახელმწიფო პროგრამის მომზადება და აქაც საქართველოა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ქიმიური წამლობის კამპანიას ატარებს გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებსაც კომპლექსურად ვახორციელებთ ამ მავნებელთან ბრძოლის ნაწილში. არც ერთ ქვეყანას ასეთი ტიპის ჩარევა აერ მოუხდენია. რაც შეეხება უშუალოდ ამ პროგრამის სწორად წარმართვას, ამ პროგრამაში ჩართული იყო მსოფლიოში წამყვანი ენტემოლოგები, სპეციალისტები აფასებენ, რომ ეს კამპანიაა რის ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული. რაც შეეხება უშუალოდ წამლობას, ეს არის დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე. დამოკიდებული იყო ამინდზე, თვითონ მავნებლის იმ ფაზაზე, როდესაც ეფექტურია წამლობა. იყო განხილვები, როდის უნდა დაიწყოს წამლობა, რადგან გამოვიდა მავნებელი, ვიზუალურად ჩანდა. ეს არ არის ფაზა როდესაც ეფექტურია ქიმიური ჩარევა. შესაბამისად, ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. ჩვენი ჩარევა უნდა ყოფილიყო მაშინ, როდესაც ახალი გამოჩეკილია და მაგ დროს არის ეფექტური. ამის გამო, მთელ დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში და აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდა სპეციალური ხაფანგები, რომლებიც იზიდავს ამ მავნებლებს. შეიქმნა მონიტორინგის ელექტრონული ფაზა, ჩვენ ვახორციელებდით დასაწყისიდან ყოველდღიურ მონიტორინგს. დაკვირვების შედეგად განისაზღვრა ის ზუსტი მომენტები, როდესაც უნდა მომხდარიყო ჩარევა. ამიტომ, ყველაფერი მიდის გეგმიურად, იმ წესების მიხედვით, რომელზეც სპეციალისტები თანხმდებიან და ეს იქნება მაქსიმუმი, რომელიც უნდა გაკეთდეს“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ პრობლემის სრულად აღმოფხვრას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, ვინაიდან მავნებელი შემოდგომაზე კვლავ ბრუნდება: „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში აღმოვფხვრით ამ პრობლემას, ამას დასჭირდება მინიმუმ რამდენიმე წელიწადი. ჩვენი მიზანია, შევამციროთ ზიანი. ეს მიღწეული იქნება, რადგან კამპანია მიდის ძალიან ორგანიზებულად, ძალიან მაღალ დონეზე. ქიმიური წამლობა არ არის საკმარისი, მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს ყურადღება, მავნებელი ბრუნდება შემოდგომაზე თბილ ადგილებში, ის ეძებს სახლის სახურავებს, ეზოში ისეთ შესაფარებელს, სადაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და შესაბამისად საჭიროა, კუსტარული ხაფანგების მოწყობა, ყუთიც რომ დაიდგას, იქაც აღმოჩნდება დიდი რაოდენობით. შემდეგ უნდა მოხდეს განადგურება, იგივე დაწვის მეშვეობით. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ თემაზე ადამიანებთან მუშაობს“,-აღნიშნა დავითაშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)