|
2015-04-20 09:57:11, 478 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ათონელის რეზიდენციის სტატუსის თაობაზე ვიმსჯელებთ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებით, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები სრულიად დასრულებულია და შენობაში ავეჯიც შეტანილია. ამის შესახებ შავლიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვინაიდან ათონელის რეზიდენცია პრეზიდენტისთვის იყო გათვლილი, სამუშაოები მთლიანად პირველი პირის სტანდარტებზეა შესრულებული. რაც შეეხება სტატუსს, დანელიას განმარტებით, ამაზე გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. "რეზიდენცია დამთავრებულია, შეტანილია ავეჯი, დასრულებულ-დასუფთავებულია.მიღებული გვაქვს ექსპლუატაციაში,უკვე და მზად ვართ, გადავცეთ ეკონომიკის სამინისტროს. შეგვიძლია ალბათ ვიმსჯელოთ მთავრობაზეც სტატუსზე. მოგეხსენებათ ის პრეზიდენტისთვის იყო გთვლილი, სამუშაოები პირველი პირის სტანდარტებზეა შესრულებული. გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირი შენობის რემონტის დროს, პროცესში და სტანდარტების შესაბამისად არის ყველაფერი გაკეთებული. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა და პრეზიდენტისტის გადაცემა, თუ როგორც გადაწყვეტს მთავრობა",-განაცხადა ოთარ დანელიამ, რომელსაც პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე იმსჯელებენ.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)