|
2017-06-15 14:46:04, 2045 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი Birja Mafia-ს წევრების საქმეზე: არანაირი გავლენა ბერას მხრიდან არ ყოფილა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ირწმუნება, რომ მუსიკალურ ჯგუფ “ბირჟა მაფიას“ წევრების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, ყოფილი პრემიერის შვილს ბერა ივანიშვილს არავითარი გავლენა არ ჰქონია. სუბარის თქმით, ბერა ივანიშვილიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და მასაც, ისევე როგორც სხვას, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს: „არანაირი გავლენა ამ შემთხვევაში არ ყოფილა. თუ მაინცდამაინც გინდათ გავყვეთ ლოგიკურ თანამიმდევრობას, პრემიერ-მინისტრის განცხადება წინ უსწრებდა ყველა სხვა განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბერა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და მასაც ისევე აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია, ერთწინადადებიანი, ამ მრავალწინადადებიანი, როგორც ნებისმიერ სხვას აქვს ამის უფლება”,-აღნიშნა სუბარმა. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა, ხოლო ამ უკანასკნელმა ისინი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლო პროცესამდე, რეპერების მხარდამჭერი სტატუსი გამოქვეყნა „ფეისბუქზე“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა. „ბირჟა მაფიას“ წევრებისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას სასამართლოზე პროკურატურაც დაეთანხმა. უფრო მეტიც, პროცესის შემდეგ, პროკურორმა თქვა, რომ ბრალდების საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაწილობრივ ეჭვქვეშ დადგა. მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრმა გიორგი ქებურიამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების ფიზიკურად ჯიბეში ჩადება არ მომხდარა, არამედ აღნიშნული საბუთებში გააფორმეს. მან ასე თქვა, რომ ბერა ივანიშვილთან შეხება ჰქონია.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)