05:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 10:45:32, 536 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს თანამშრომლებმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით,  შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ხონში მცხოვრები მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს. შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად შეჭირვებულ 2000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას მომავალშიც განაგძობს“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics