|
2017-06-12 16:28:13, 2282 ნახვა
სამართალი
Birja Mafia-ს წევრების საქმის პროკურორი: ბრალდების მხარის მტკიცებულებები ნაწილობრივ ეჭვქვეშ დადგა
ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის თქმით, ბრალდების საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაწილობრივ ეჭვქვეშ დადგა. როგორც მან ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა, გუშინ საგამოძიებო ორგანომ დაიწყო გამოძიებო ამ ბრალდებულების განცხადების საფუძველზე, პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე. „ის ინფორმაცია რაც დააფიქსირეს ბრალდებულებმა სასამართლოში, ასევე, რაც დაფიქსირდა მათი ადვოკატების მიერ, რაც საჯაროდ გავრცელდა, გადავამოწმეთ, შედგა გასაუბრების ოქმები, შევაჯამეთ ინფორმაცია და დავიწყეთ გამოძიება. მტკიცებულებები კონკრეტულად რაც ბრალდების საქმეშია გამოდის, რომ ეჭვქვეშ დადგა ნაწილობრივ იქიდან გამომდინარე, რომ ვიძიებთ საქმეს უფლებამოსილების გადამეტებასა და ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა პროკურორმა. შეგახსენებთ, „ბირჟა მაფიას“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ხოლო გიორგი ქებურია 20 ათას ლარიანი გირაოს პირობით გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)