|
2017-06-12 14:21:08, 2077 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლოში Birja Mafia-ს წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლო მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობს. დაცვის მხარე მისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ბრალდების მხარეც ეთანხმება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, გიორგი ქობურიას პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)