|
2017-06-09 14:01:00, 2136 ნახვა
სამართალი
„კრიმინალური პოლიციის კურატორი პირადად მე ვიქნები“ - შს მინისტრმა მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გაათავისუფლა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეიდან კრიმინალური პოლიციის კურატორობას შეითავსებს. ამის შესახებ მინისტრმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამიერიდან ე.წ. "შუა რგოლი" აღარ იარსებებს და დეპარტამენტების უფროსები ანგარიშვალდებულები უშუალოდ მასთან იქნებიან. "დღეიდან კრიმინალური პოლიციის კურატორი პირადად მე ვიქნები, ყველა იმ დეპარტამენტის, რომელიც რეგიონში და თბილისშია, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორი აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში ვფიქრობ, თქვენთან ურთიერთობაში შუა რგოლი არ მჭირდება, უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს საპატრულო პოლიციაში, კრიმინალურ პოლიციაში. ის კოორდინაცია, რომელიც დღემდე არსებობდა, უფრო ეფექტური რომ იყოს, ვფიქრობ, მინისტრის ხელში უნდა გადავიდეს. კოორდინაცია უნდა იყოს ძალიან მჭიდრო. ვფიქრობ, ეს ჩვენს ოპერატიულობასაც გაზრდის", - აღნიშნა მღებრიშვილმა შეხვედრაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)