|
2015-04-16 15:48:18, 417 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან სამუშაო სადილი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ქართულმა დელეგაციამ ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ლაიმდოტა სტრაუიუმასთან შეხვედრისას ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას. საქართველოს დელეგაციამ შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე სათანადოდ იქნება შეფასებული საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებზეც იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა, და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის. ლატვიის პრემიერ-მინისტრთან სამუშაო სადილს საქართველოსა და ლატვიის დელეგაციების წევრებიც ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)