|
2017-05-31 11:18:38, 2289 ნახვა
სამართალი
შსს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს
საქართველოში დღეს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები და დელეგაციები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. ამასთან, საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგინა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლები - „მძლევარი“, „ირაო“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარდგებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)