00:44 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 11:08:24, 2190 ნახვა

სამართალი
შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაპატიმრებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics