|
2017-05-29 18:37:03, 2130 ნახვა
პოლიტიკა სამხედრო
გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრი პარუბის შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას მთელი რიგი მიმართულებებით და აღნიშნეს, რომ გაცილებით მეტია პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული. ყურადღება დაეთმო რეგიონულ საკითხებს, სატრანსპორტო დერეფნების, სატრანზიტო მიმართულების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოსადმი უკრაინელი ტურისტების მზარდ ინტერესს მიესალმება. შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკას, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი იგეგმება. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. მხარეებმა, ამ მიმართულებით, მოლდოვასთან ერთად, სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს; ასევე - ისაუბრეს მაღალი დონის ფორუმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ანდრი პარუბის უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიულოცა. მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. უკრაინულმა მხარემ პროდუქტიულად და ეფექტურად შეაფასა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)