|
2015-04-16 10:09:33, 387 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: გიგი კალანდაძის აყვანა უსიამოვნო, არასწორი ფორმით მოხდა
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ, გენერალ კალანდაძის პროკურატურაში წაყვანის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი დაჭერის ფორმა არასწორი იყო. "დაჭერის საქმეს რაც შეეხება, მე მგონია დღესაც, რომ ფორმა იყო არასწორი, და როდესაც მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ და შუაღამეს შემატყობინეს ამის შესახებ და მითხრეს, რომ ახლა უნდა წავიდეთ და ავიყვანოთ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს არ მომხდარიყო.მივიდოდი სამსახურში, დავუძახებდი და იქ გავარკვევდი, ვკითხავდი და შეიძლება ადამიანს აქვს სათქმელი.ამიტომ შეიცვალა ფორმა, მაგრამ მაინც ეს იყო შუაღამე, არ იყო სწორი ფორმა, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ვიკითხე სპეციალურად და პრემიერ-მინისტრი იყო ჩაყენებული საქმის კურსში და აქედან გამომდინარე მოხდა უსიამოვნო ცუდი ფორმით, თორე შეკითხვები არსებობდა და შეეძლოთ ეს შეკითხვები ისე დაესვათ, რომ ამ სიტუაციამდე არ მისულიყვნენ",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ამავე დროს, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ გიგი კალანდაძის განცხადება, თითქოს მას ალასანია ჩვენების მიცემას სთხოვდა, ტყუილი იყო. "ძალიან გული დამწყდა, როდესაც მან განაცხადა და მოიტყუა ის, რომ თითქოსდა მე მოვთხოვე მას ჩვენება მიეცა",-განმარტა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)