|
2015-04-16 09:39:59, 391 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ივანიშვილთან ურთიერთობის სურვილი, მის პირად ცხოვრებაზე საუბრის შემდეგ დაკარგა
"კი, ივანიშვილს მართლაც ასე ვუთხარი, სააკაშვილს არ უკადრებია ის, რაც შენ იკადრე-მეთქი",-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ნანუკას შოუში" განაცხადა. "კი ეს ვუთხარი, სააკაშვილს არ უკადრებია, რაც შენ იკადრე-მეთქი. ეს მართლაც ასე იყო.ეს ძალიან სამწუხაროა და მე მაშინაც სააკაშვილის უსამართლობას დავუპირისპირდი, წავედი ოპოზიციაში და ახლაც ივანიშვილის უსამართლობის წინააღმდეგ ვარ ბრძოლაში შესული.ეს ჩემი პარტიისთვის ბუნებრივია მიუღებელია.ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ალასანიამ მეუღლის ღალატზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება და ამ განცხადების შემდეგ მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა: “ერთი-ერთზე რომ დავრჩით მქონდა ამის შესახებ საუბარი, ამას დავარქვი თავის სახელი. მე მას ვუთხარი ის, რასაც კაცი კაცს ეტყოდა და მან როგორც ჩვევია ისრები სხვა პიროვნებაზე გადაიტანა. იმ დროს მე საერთოდ დავკარგე სურვილი მასთან ურთიერთობის და პატარა ნდობაც კი. მე ამ ადამიანთან ურთიერთობა მაშინ დავმთავრე, პოლიტიკური გავაგრძელე”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)