|
2017-05-25 12:01:05, 2134 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ბიზნესს უნდა გააჩნდეს ვალდებულება, შექმნას ისეთი პირობები, რომ არ დაზიანდეს დასაქმებულის ღირსება და სიცოცხლე
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შრომის ინსპექციის საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა, რომელიც „რედისონ ბლუ ივერიაში", საქართველოს სახალხო დამცველის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, თავისთავად დამსაქმებელი, რომელიც ჩართულია ბიზნესში, ან რაიმე საქმიანობაში მას გააჩნია გარკვეული დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულებაც კი იმისთვის, რომ თავისი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზიანდეს არც მათი ღირსება, არც მათი ჯანმრთელობა და ბუნებრივია, არც მათი სიცოცხლე. პრეზიდენტის განცხადებით, თავისთავად აბსურდია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რიცხვებში დათვლა, მაგრამ საკმაოდ მძიმეა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. მისი განცხადებით, საქართველოში გვაქვს ტრაგიკული სტატისტიკა ადამიანების, რომლებიც სამუშაო პირობებში და სამუშაო გარემოს მოუწყობლობის, ან მოწყობის წესთა დაუცველობის გამო დაიღუპნენ სამუშაო ადგილზე. „ამ ფონზე შრომის ინპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შრომის ინსპექციის შექმნის პროცესსში პრინციპულ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტი. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რომელიც არაერთ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რევოლუციურ პროცესებშიც კი გარდაქმნილა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. იმ მომენტიდან, როდესაც შრომა იქნა გააზრებული, როგორც პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, გაჩნდა დილემა თუ ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ქმნის პროდუქტს, არის ის მხოლოდ შემადგენელი ნაწილი პროდუქტის შექმნისა, თუ არის ის ამავდროულად ცოცხალი არსება, რომლის მიმართაც როგორც ცივილიზაციას, როგორც ჰუმანურ არსებებს, გვაქვს ღირებულებითი დამოკიდებულება," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და მაღალი თანამდებობის პირებს საკითხზე მსჯელობაში ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)