|
2017-05-25 11:44:11, 1995 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ეს ვექტორი მიგვიყვანს მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას წინასწარ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველო ევროპული ოჯახისა და ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი აუცილებლად გახდება: "ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა წინასწარ მოგილოცოთ ყველას. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ეს ვექტორი მიგვიყვანს მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა. მომავალი თაობებისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი გახდეს. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. ვფიქრობთ, ეს მიზანი არის ის, რისთვისაც დღეს ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს",- განმარტა პრემიერმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)