15:16 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 19:00:54, 1139 ნახვა

სხვადასხვა
სს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "თ.ჯ. თრეიდის" სასარგებლოდ ბადრი წილოსანისთვის მიყიდული ქონების - 25% აქციების  გადაფორმების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, ქარხნისა და მისი დამფუძნებლის დღის წესრიგში არაფერს ცვლის.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ საუბარია არა ჰოლდინგში შემავალ რომელიმე მოქმედ ქარხანაზე, არამედ გაკოტრების რეჟიმში მყოფ სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" წილის 25%-ზე, რომლის გაკოტრება სწორედ ავთო საყვარელიძის დამსახურებაა და რომელიც 2008 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გადაწვეტილება ეხება ამ გადახდისუუნარობის რეჟიმში მყოფი კომპანიის წილის მხოლოდ 25%-ს და არა საკონტროლო პაკეტს.

ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ქარხანა საყვარელიძის პერიოდში გაკოტრდა და წლებია არ ფუნქციონირებს. "თ.ჯ. თრეიდ"-ს, რომლის სასარგებლოდაც დაკმაყოფილდა სარჩელი და რომელიც ავთო საყვარელიძის კომპანიაა, 28 მილიონი ლარი „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ ვალი აქვს, რომელზეც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილება და შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

შესაბამისად, თავად "თ.ჯ. თრეიდი"- ს წინააღმდეგ ხორციელდება სააღსრულებო წარმოება 28 000 000 ლარის ამოღების მიზნით და რომც არ გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კი "თ.ჯ. თრეიდი"-ს საკუთრებაში გადავა ქარხნის 25%, მაშინვე დაყადაღდება, თანხა კი არსებული ვალის ნაწილის სანაცვლოდ ჩვენ დაგვიბრუნდება უკან.

ჩვენი კომპანიის პარტნიორი აუცილებლად  გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დარწმუნებულები ვართ, რომ სააპელაციო სასამართლოში, სამი მოსამართლე გონივრულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებასა და  ბიზნესწრეებს, რომ ავთო  საყვარელიძე შეყვანილია  მოვალეთა რეესტრში. ე.წ. „შავ სიაში“, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება მოვალეთა რეესტრის საიტზე: https://debt.reestri.gov.ge  ამიტომ მოვუწოდებთ ყველას მოერიდონ მასთან ფინანსურ საკითხებზე ურთიერთობას“, - ნათქვამია სს "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" ადმინისტრაციის განცხადებაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics