23:49 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 16:34:11, 2453 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაცია გათვალისწინებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება და შეესაბამება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს.

„მიმაჩნია, რომ ის ცვლილებები, რომელიც შედის კონსტიტუციის სასამართლოსთან დაკავშირებულ თავში, არის სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი, ამასთან, შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან. რამდენიმე საკითხზე მსჯელობას ვაგრძელებთ. აქაც მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება. ერთ-ერთი ცვლილება, რაც ამ ეტაპზე უკვე გათვალისწინებულია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესს შეეხება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბერლინში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზე კონფერენცია იმართება.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა საერთო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიცია ექნება ამ საკითხზე ვენეციის კომისიას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics