19:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 12:30:05, 1941 ნახვა

სამართალი
საქართველო ევროჯასტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სისტემა ევროჯასტის ექსპერტებს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის გააქტიურება  კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ საქართველოს იუსტიციის სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, შექმნას ევროკავშირთან რეგულაციების ერთიანი სივრცე და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროჯასტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდება. შეხვედრას ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე და მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ესწრებოდნენ.

ევროჯასტი (Eurojust) იუსტიციის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოა, რომლის ძირითადი დანიშნულება სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქმიანობის კოორდინაციაა, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. მასთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა. საბოლოო გადაწყვეტილება 2015 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და ევროჯასტის პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან შეხვედრისას იქნა მიღებული. ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანოსთან ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ  საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მჭიდრო კავშირში იქნება ევროპის მართლმსაჯულების სისტემასთან; ქართველი მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენლები საკუთარ საქმიანობას განახორციელებენ ევროპული მაღალი სტანდარტის შესაბამისად და ითანამშრომლებენ ევროპელ კოლეგებთან ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics