19:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-21 10:58:54, 1976 ნახვა

სამართალი
გაგი მოსიაშვილი: ოთარ ფარცხალაძეს ლაშა თორდიასთან არანაირი ფიზიკური შეხება არ ჰქონია

 „ოთარ ფარცხალაძეს არანაირი ფიზიკური შეხება არ ჰქონია ლაშა თორდიასთან“,-ამის შესახებ შაბათის კურიერში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა. მისივე თქმით, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

„ოთარ ფარცხალაძეს არანაირი ფიზიკური შეხება არ ჰქონია ლაშა თორდიასთან. ეს არის არა ჩემ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, არამედ ინფორმაცია, რომელიც ნეიტრალური მოწმეების მიერ მიღებული ჩვენებებით დასტურდება. ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავდასხმას 5, ან 10 პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“-განმარტა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის  ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics