|
2017-05-19 16:45:15, 1759 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო უწყება“: საქართველომ ჰელბერტ ზალბერის ზრდილობა ღალატად მიიჩნია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰელბერტ ზალბერის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისის განცხადებას გამოეხმაურა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. "ოფიციალურმა თბილისმა დაიწყო საერთაშორისო არენაზე არსებული მხარდაჭერის ბოროტად გამოყენება. ბატონი ზალბერის მიერ გამოხატული დიპლომატიური ზრდილობა, საქართველოში აღქმული იყო, როგორც ღალატი ევროკავშირის მხრიდან", - აცხადებენ დე-ფაქტო უწყებაში. ე.წ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს "საქციელი არის საკმარისი იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეექმნას ობიექტური შეხედულება, იმაზე, რომ მას არ აქვს უნარი კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს". "საქართველოს მსგავსი ქმედება ხელს უშლის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირებას და უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას", - აღნიშნავენ ე.წ. საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ცნობისთვის, ჰერბერტ ზალბერი ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დუნდუას ხვდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)