|
2015-04-15 09:16:05, 358 ნახვა
პოლიტიკა
კანადაში აჭარის მთავრობის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს
კანადაში, ქალაქ მონრეალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კანადის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კვების სამინისტროს, ასევე ეკონომიკის, ინოვაციებისა და ექსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. პირველი შეხვედრა ორგანიზაცია INVEST IN QUEBEC-ის ხელმძღვანელ პირებთან შედგა. შეხვედრაზე აჭარის მთავრობამ რეგიონის შესახებ პრეზენტაცია გამართა და კვებეკის რეგიონის პრიორიტეტულ დარგებს გაეცნო. შეხვედრაზე კანადური მხარე საქართველოს ჰიდრო რესურსით დაინტერესდა და ენერგო სექტორში ინვესტირების ხელშეწყობაზე ისაუბრა. ასევე, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში. სამთავრობო ვიზიტი 17 აპრილამდე გაგრძელდება. კანადის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია. ასევე მოხდება აჭარის ა/რ საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. კანადაში ქართული დელეგაცია სხვადასხვა სამინისტროების მუშაობის სპეციფიკას, მიმართულებებსა და პრიორიტეტებს გაეცნობიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)