20:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 10:27:00, 2285 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: “ერთი სარტყელი - ერთი გზის" ცენტრალური სატრანსპორტო დერეფანი უმოკლესია

„ერთი სარტყელი - ერთი გზის" ცენტრალური კორიდორის მთავარი უპირატესობებია: კონკურენტული ფასი, ტრანსპორტირების ყველაზე მოკლე დრო და უსაფრთხოება“,-ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა  დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრისას განაცხადა.

 მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა საქართველო დაასახელა ე.წ. ცენტრალური ან შუა სატრანსპორტო კორიდორში, რასაც განვითარება ესაჭიროება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უახლოესი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მილიარდობით დოლარის დახარჯვას გეგმავს ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

შეხვედრაზე  ცენტრალური ჩინეთის პროვინციებიდან საკონტეინერო სახმელეთო გადაზიდვებისთვის, ახალი აბრეშუმის გზის ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი დაისვა.

ითქვა, რომ ამ მიმართულებით ჩინეთიდან ევროპაში შესაძლებელია ტვირთის 12 – 14 დღეში გადატანა.

შეხვედრაზე  ასევე აღინიშნა, რომ 2017 წელს ჩინეთის ჯანგსუს პროვინციიდან საქართველოს რკინიგზას 30 საკონტეინერო შემადგენლობა გაივლის.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics