|
2017-05-17 17:28:16, 2008 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვაშაძე: ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება, ჰერბერტ ზალბერმა კი, თავისი ქმედების დეზავიურება მოახდინოს
ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება, ხოლო ჰერბერტ ზალბერმა თავისი ქმედების (განცხადების) დეზავიურება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გერმანელმა დეპუტატმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა, „უკიდურესად უმეცარი, საზიანო და უადგილო განცხადება გააკეთა იმ რეგიონში ყოფნისას, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ოკუპირებულია“. „ერთი ფრაზით ამ ადამიანმა გერმანიისა და ბრიუსელის პოზიციების დამახინჯება მოახერხა, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს შეეხება. ასევე, ზიანი მიაყენა იმ პოზიციას, რომელსაც ჟენევის თანათავმჯდომარეები უნდა იკავებდნენ ამ მოლაპარაკებებზე. ეს აღმაშფოთებელი ფაქტი იმ 5 წლიანი მავნებლური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ისინი ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია მიჩქმალონ და რაღაც გაურკვეველი აბაშიძე-კარასინის ფორმატით ჩაანაცვლონ. არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საქმეში მიღწეული წარმატებების მოცემულობად აღქმა. ესა მძიმე სამუშაო, რომელიც ყოველდღე უნდა გრძელდებოდეს. დამშვიდება იმით, რომ ჩვენ მივაღწიეთ და მხოლოდ 4 სახელმწიფო აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, დამღუპველია. დრო მოვიდა, რომ იქ, სადაც ნახსენები იქნება უკრაინაში განხორციელებული აგრესია, ბრიუსელმა, ბერლინმა და ყველა დედაქალაქმა ისევ დაიწყოს ლაპარაკი 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ აგრესიაზე და ამ რეგიონებში ჩატარებულ ეთნოწმენდაზე. კატეგორიულად მოვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, არაა საკმარისი მხოლოდ განცხადებები, უნდა მიაღწიონ იმას, რომ ბრიუსელმა შესაბამისი განცხადება გააკეთოს. ზალბერმა კი თავისი უკიდურესად უმეცარი განცხადების დეზავიურება მოახდინოს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)