19:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 18:56:47, 2198 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საინვესტიციო კომპანია „Ocean Capital“-ის მფლობელს, კომპანია “Ludgate Investments”-ის მმართველ დირექტორს, ხაის ვოსკამპს და მის ბიზნესპარტნიორებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.

მხარეებმა განიხილეს „Ocean Capital“-ის საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. უცხოელი ინვესტორების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია „Ocean Capital“-ს საქართველოს უძრავი ქონების სექტორში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს და გეგმავს გააფართოვოს და გაზარდოს ინვესტიციები, როგორც უძრავი ქონების, ისე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის  სექტორებში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics