08:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 15:28:37, 2216 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანმა ე.წ. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

აზერბაიჯანის არმიამ ე.წ. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, - ამის შესახებ haqqin.az იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იერიში 15 მაისს განხორციელდა. ამასთან, აზერბაიჯანულმა მხარემ  მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

მედიის ცნობით, სომხეთის მხარე აცხადებს, რომ "სარაკეტო დარტყმის შედეგად სამხედრო ტექნიკა დაზიანდა".

ბაქოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ, რისთვისაც თავდაცვის წინა ხაზზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ოსა" განათავსეს.

"აზერბაიჯანის საფრენი აპარატებისთვის შექმნილი რეალური საფრთხიდან გამომდინარე, ასევე მოწინააღმდეგის აქტიურობის აღსაკვეთად, სრულად განადგურებულია კომპლექსი "ოსა"", - ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.

"რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, მხარეები აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი შეთანხმება 55-ჯერ დაირღვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics