19:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 13:03:49, 2083 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ თვითდაზიანებები მიიყენა

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ თვითდაზიანებები მიიყენა.

როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, თორდიამ საავადმყოფოს დახმარების გასაწევად ინციდენტიდან 5 საათში მიმართა. 

„ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით გამოიკვეთა 3 მნიშვნელოვანი გარემოება - ის, რომ არავის არავინ უცემია, არ მომხდარა 10-15 პირის მიერ ადამიანის გამეტება, ინციდენტის მერე, პიროვნება რჩება კაფეში და 5 საათის მერე მიდის კლინიკაში და არ ახდენს სამართლებრივ რეაგირებას. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ამ კითხვებზე მოგვცენ პასუხები“, - აცხადებენ ადვოკატები.

მათივე თქმით, გამორიცხული არაა, რომ თორდიას დაზიანებები იმ 5 საათის განმავლობაში მიეღო ან თვითდაზიანებები მიიყენა. 

„გამორიცხული არაფერია“ - განუცხადეს მათ ჟურნალისტებს. 

ადვოკატების ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს. დაცვის მხარე მოითხოვს, გასაჯაროვდეს ბარში ამოღებული ვიდეომასალები. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics