|
2015-04-14 14:39:57, 396 ნახვა
პოლიტიკა
დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებით დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებებზე ისაუბრეს და გამოთქვეს შეშფოთება, რომ მთავრობა მსგავს განცხადებებზე შესაბამის ყურადღებას არ ამახვილებს. ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით და ის კრიტიკა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი მათ მიმართ გამოთქვამს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი განაცხადეს, რომ ამ საკითხებს მთავრობის წევრებთან დააყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)