|
2017-05-13 19:32:26, 2127 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ვიცით, რა ალიანსშია მოქმედი პრეზიდენტი და ვისთან ერთად გეგმავს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდა, მოქმედი პრეზიდენტი ზეპარტიული არ არის. ამის შესახებ კობახიძემ მცხეთაში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პირდაპირი არჩევნების მიუხედავად, მოქმედი პრეზიდენტი არ არის ზეპარტიული პრეზიდენტი. ანუ პირდაპირი არჩევნები არ ყოფილა იმის გარანტია, რომ პრეზიდენტი იყოს ზეპარტიული, ეს აჩვენა ჩვენმა რეალობამ“, - განაცხადა კობახიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას - „რომელი პარტიის წევრია გიორგი მარგველაშვილი“, კობახიძემ ასე უპასუხა: „პარტიის წევრი არ არის, თუმცა პირდაპირ ვიცით რა ალიანსშია მოქმედი პრეზიდენტი და ვისთან ერთად გეგმავს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. ეს არის ოპოზიციური სპექტრი, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობიდან“ დამთავრებული „პატრიოტთა ალიანსით“. ის არის პირდაპირ ალიანსში ამ პოლიტიკურ პარტიებთან და ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება ეს კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)