|
2017-05-11 18:44:49, 2110 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სასამართლო სისტემა გაჯანსაღებულია
„ვფიქრობთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სისტემა არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ამას მოწმობს, მათ შორის, სტატისტიკა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის შესახებ საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მიმდინარე პროცესის კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა, სასამართლო კორპუსში არსებული მდგომარეობა შეაფასა: „მე შეგნებულად არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარს სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და მათ მიერ არის მისაღები გადაწყვეტილებები მოსამართლეთა განმწესებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, სასამართლო კორპუსში არსებულ მდგომარეობას, არის ძალიან ბევრი ძველი მოსამართლე. აქ ორი ალტერნატიული გზა არსებობდა, ერთი გზა არის ის, რომ განახორციელო ტოტალური წმენდა, რაც 2004 წლიდან ძალიან ცუდად გვახსოვს, მეორე ვარიანტი ის არის, რომ სისტემა გააჯანსაღო შინაარსობრივად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს პერსონალური შემადგენლობა, სისტემა არის თვისებრივად გაჯანსაღებული და ამას მოწმობს, მათ შორის, სტატისტიკა, რომელიც არის ფუნდამენტურად შეცვლილი ყველა სფეროში - ეს არის სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი და სამოქალაქო სამართალი. სისტემა არის გაჯანსაღებული. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ბოლო წერტილი ამ რეფორმის, რეფორმა უნდა გაგრძელდეს და საბოლოო ჯამში, ჩვენ შედეგად უნდა მივიღოთ ევროპული ტიპის სასამართლო სისტემა საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)