|
2017-05-11 18:41:44, 2160 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ჩვენს ინტერესშია
„თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, სუბიექტურად, მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, პარლამენტის გადასაწყვეტია, სადაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება. „ეს, საბოლოო ჯამში, არის პარლამენტის გადასაწყვეტი - იქ მიიღება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - სუბიექტური თვალსაზრისით, ჩვენთვის არის ყველაზე მეტად მომგებიანი მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. აბსოლუტურად ყველამ იცის, ვინ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - ეს იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და ასეთ შემთხვევაში, დამატებით გავაძლიერებდით ჩვენს პოლიტიკურ ინტერესებს. თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, სუბიექტურად, მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. დანარჩენი უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)