|
2017-05-11 16:33:33, 642 ნახვა
რეგიონი
უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისში, საქართველოს პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომლის მიზანი ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების, ბიზნესექტორის წარმომადგენლების დაკავშირებას, ევროპული იდეისა და ღირებულებების პოპულარიზაციას, თვითმმართველობების კუთხით ურთიერთობას, კულტურულ-საგანმანათლებლო და რიგი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, რიგი ორგანიზაციული საკითხების გარდა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელებაზე მონიტორინგს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) დეპუტატები განახორციელებენ, ამასთან, ისინი მხარს დაუჭერენ აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება-რეალიზებას. მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ვოლსკი და ილია ნაკაშიძე, პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. დღესვე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის მერიებს შორის, რომელსაც ხელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქალაქ მილიჩის ვიცე-მმართველმა სლავომირ სტრელეცკიმ მოაწერეს. პოლონეთის დელეგაცია ხვალ ქალაქ ბათუმს ეწვევა. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)