|
2017-05-11 15:00:48, 2041 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: ჩვენს სამშობლოში ქართველმა კაცმა ვერ გაიხარა
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, მას შემდეგ, რაც ინციდენტი განიმუხტა, შეკრებილებს სიტყვით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილა მიმართა. ირმა ინაშვილის თქმით, გორელების და მთლიანად შიდა ქართლის მხარის წარმომადგენლების გაღიზიანება სამართლიანია, ვინაიდან მათ უმძიმესი ვითარება გაიარეს და დიდი ბრძოლები გადაიტანეს: „გავახსენოთ ის ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ ამ ქვეყანაში 9 წლის მანძილზე, მაგრამ მარტო კი არ გავახსენოთ, სამართლებრივი სახელწმიფო ავაშენოთ და დამნაშავეები დავსაჯოთ ყველა. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ შეკრებილი, უმძიმესი ვითარება გაიარა ამ მხარემ. მე ქედს ვიხრი ყველა იმ ოჯახის წინაშე, ვინც გადაიტანა ის დიდი ბრძოლები. რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამას და დღეს ეს ხალხია ამ დარბაზში და დიახ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი პირველ რიგში, როგორ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ 25 წლის მანძილზე მხოლოდ სიტყვები გვესმის და იმიტომ ბრაზდებით. სწორი არის სიბრაზე, მართალი ხართ, ჩემო გაჭირვებულო ხალხო, ნატანჯო, დაღლილო, მშიერო ,ყველანაირად შევიწროვებულო ჩვენს სამშობლოში. ჩვენს სამშობლოში საქართველოს მოქალაქე არის დაჩაგრული, ჩვენს სამშობლოში ქართველმა კაცმა ვერ გაიხარა. იმიტომ არის ეს სიბრაზე, დიდი ტკივილი გულში. ჩვენ ამ კონსტიტუციით უნდა ვთქვათ, როგორი სახელმწიფო გვინდა ბოლოს და ბოლოს. სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი ჩვენი შვილებისთვის. არა ისეთი სახელმწიფო, როგორ არჩევნებსაც თქვენ („ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებს მიმართავს) ატარებდით, აღარ გინდათ ამის გახსენება ხომ?! მტერი არ ვარ „ქართული ოცნების“, არც ისინი არიან ჩემი მტრები, ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, მაგრამ ჩემი ვალდებულება ხომაა, ამ ხალხს ვუთხრა , როცა რაღაც არ ხდება სწორად“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)