|
2017-05-11 13:19:14, 2132 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კალაძე ფასანაურში მოსახლეობის პროტესტზე: დაჯგუფება, სახელით „მწვანე ალტერნატივა“ აბუნტებს იქ ადამიანებს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფასანაურში მოსახლეობის პროტესტს პასუხობს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანაზე არაერთი კონსულტაციაა გამართული და დღეს მათ უსაფუძვლო პროტესტისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები უბიძგებენ. მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ხელს ვერავინ შეუშლის. „ეს არის გარკვეული დაჯგუფება არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, ვინც აბუნტებს იქ გარკვეულ ადამიანებს და შეყავთ შეცდომაში, იძლევიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები არის ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხაზები დაშორებულია მოსახლეობისგან დაახლოებით 100-150 მეტრით, არის ერთი კონკრეტული მონაკვეთი, სადაც 40 მეტრია დაშორება, ანუ ყველანაირ სტანდარტში ჯდება. ასე რომ ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, გუშინ ფასანაურში, ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაზე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ადმინისტრაციული წესით რამდენიმე პირი დააკავეს. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა სამშენებლო ტექნიკის სხვა ადგილზე გადაყვანა სცადეს. აღნიშნულის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცათ, რის გამოც ვითარება დაიძაბა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მოქალაქეც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)