|
2017-05-10 15:18:10, 2144 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ფოფხაძე: საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მოცემულობას ირგებს თავის თავზე, ყოვლად უსამართლობაა
„საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ირგებს პოლიტიკურ მოცემულობას თავის თავზე, არის ყოვლად უსამართლობა, რომელზეც ჩვენ ალბათ ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავცეთ პასუხი ოპონენტებს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. როგორ ფოფხაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოქმედი კანონმდებლობით მიიღო. „საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ირგებს პოლიტიკურ მოცემულობას თავის თავზე, არის ყოვლად უსამართლო ბრალდება, რომელზეც ალბათ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავცეთ პასუხი ჩვენ ოპონენტებს. იმიტომ რომ თუ ჩვენ პოლიტიკური მოცემულობა არ გვაკმაყოფილებს, მაშინ როგორ არის ის მოცემულობა, რომელმაც მოგვცა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღეთ მოქმედი კანონმდებლობით და დღეს ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ შევქმნათ ისეთი მოდელი, რომლის პირობებშიც მათაც ექნებათ საშუალება უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ესე იგი შეგნებულად ვთმობთ იმ პოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც ჩვენთვის არის მომგებიანი და უპირატესი და ვთავაზობთ ოპოზიციას უფრო მეტ პოლიტიკურ რესურსს“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)