|
2017-05-09 23:02:50, 2008 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მარგველაშვილი: ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში მომხდარის გამო განვიცდი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტმა შახტაში მომუშავეთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი გააკრიტიკა. "ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად". შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ", – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)